/

ჩვენ შესახებ

კომპანია „იბეროილი“ საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ნავთობპროდუქტების ექსპორტ-იმპორტს და მის რეალიზაციას.

უმაღლესი ხარისხის საწვავი

ჩვენ გვესმის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საიმედო და ხარისხიანი საწვავი თქვენი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი დაუღალავად შრომობს, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი.

განვითარება და პროგრესი

კომპანია „იბეროილი“ მუდმივად ზრუნავს განვითარებასა და წინსვლაზე. იმპორტირებული საწვავი მკაცრად კონტროლდება და შეესაბამება ყველა იმ სტანდარტს რომელიც საქართველოს სახელმწიფო რეგულაციებით არის დადგენილი.

ხარისხი და შესაბამისობა

შპს „იბეროილი“ გთავაზობთ საწვავს, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. 300-მდე პარტნიორი კომპანია, რომელსიც მარაგდება უმაღლესი ხარისხის საწვავით. ჩვვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ საწვავის ხარისხსა და გაწეულ მომსახურებაზე.

- ჩვენი პროდუქტი -

ჩვენ სამი ტიპის საწვავი შემოგვაქვს საქართველოში

რეგულარი, პრემიუმი, დიზელი
  • ULSD-დიზელი
  • RON-92-ბენზინი
  • RON-95-პრემიუმი

მენეჯმენტი

კომპანია „იბეროილის“ მართვის გუნდს საქართველოს ბაზარზე მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომხარებელსა და დასაქმებულ პირებზე. ჩვენი კომპანია სრული სიმკაცრით იცავს საქართველოს შრომით კოდექს. პროფესიონალური სამუშაო გარემო, უახლესი ტექნიკა და თანამედროვე მეთოდები უზრუნველყოფს კომპანიის წარმატებასა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.
backoffice

მომხმარებელზე ორიენტირებული

„იბეროილი“ მომხარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო სერვისს. ჩვენ 24/7 ზე მზად ვართ მივაწოდოთ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავი.

სამუშაო კულტურა

ჩვენი თანამშრომლები კომპანიის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. დიდ ყურადღებას ვუთმობთ მათ საჭიროებებსა და სურვილებს. ყოველდღიურად ვზრუნავთ პერსონალის კეთილდღეობაზე და მათ პროდუქტიულობაზე. ჩვენ შევქმენით პროფესიონალური სამუშაო გარემო, სადაც ყოველი ადამიანის შრომა დაფასებულია, ჩვენ ვართ თანასწორნი და ვემსახურებით ერთ დიდ საერთო საქმეს.

თანამშობლების განვითარება

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი თანამშრომლები კომპანიის ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია. ვამაყობთ, რომ ვზრუნავთ მათ პროფესიონალურ განვითარებასა და წინსვლაზე, ვნერგავთ შრომისმოყვარეობას და პროფესიონალიზმს. კომპანია მუდამ მზადაა გვერდში დაუდგეს და დაეხმაროს თითოეულ მათგანს კარიერული მიზნების მიღწევაში.

მისამართიივანე იუმაშევის 13